geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

პირველსემსტრელის გზამკვლევი

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი -  N1 უნივერსიტეტი

თსუ - მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების 5%-შია - (CWUR)

თსუ-ში 7 ფაკულტეტზე 240-მდე აკრედიტებული პროგრამა მოქმედებს. მათ შორის, საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე პროგრამები.

საერთაშორისო აკრედიტაციის (ABET), (FIBAA) მქონე პროგრამების კურსდამთავრებულების საერთაშორისო აღიარების მქონე დიპლომი ნებისმიერ ქვეყანაში კონკურენტუნარიანია.

 

თსუ - ში გაცვლითი პროგრამების  ყველაზე ფართო არჩევანია:

თსუ-ის სტუდენტები ERASMUS + გაცვლითი პროგრამების ფარგლებში 30-მდე ევროპული ქვეყნის 120-ზე მეტ უნივერსიტეტში სწავლობენ.

თსუ-ის პარტნიორია 300-ზე მეტი უნივერსიტეტი და კვლევითი ცენტრი 56 ქვეყანაში.

 

თსუ-ში 27 000-ზე მეტი სტუდენტი და 3 000 - მდე პროფესორ-მასწავლებელია. მათ შორის, 900 უცხოეთის მოქალაქე სწავლობს მსოფლიოს 50 ქვეყნიდან.

თსუ სტუდენტების სამეცნიერო და კულტურული/სპორტული/საგანმანათლებლო პროექტების დაფინანსებისთვის მიმდინარე წელს 1 მილიონი ლარია გამოყოფილი.

 

სტუდენტური საერთო საცხოვრებელი

თსუ სტუდენტებს სთავაზობს 320-ადგილიან ლისის საერთო საცხოვრებელს. კომპლექსი მოიცავს 3 საცხოვრებელ კორპუსს და ადმინისტრაციულ შენობას, ღია ტიპის სპორტული მოედნითა და გარე ტრენაჟორებით.

თსუ სტუდენტები ასევე სარგებლობენ ბაგების საერთო საცხოვრებლით.

თსუ სტუდენტებს და მეცნიერებს ემსახურება თანამედროვე სასწავლო სივრცეები, 16 კვლევითი ინსტიტუტი, 85-მდე სასწავლო ლაბორატორია.

თსუ ცენტრალური ბიბლიოთეკა და ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა 8 მილიონ წიგნსა და პერიოდულ გამოცემას, 22 მილიონამდე პატენტს ინახავს.  თსუ სტუდენტებსა და პროფესორებს თავისუფალი წვდომა აქვთ ელექტრონულ მონაცემთა ბაზებსა და რესურსებზე.



სტუდენტური ცხოვრება თსუ-ში

 

 თსუ სტუდენტური თვითმმართველობა

 

სპორტული და კულტურულ-შემეცნებითი კლუბები თსუ სტუდენტებისთვის:

კალათბურთი

ფუტსალი

ათლეტიზმი

 მშვილდოსნობა

 მაგიდის ჩოგბურთი

მკლავჭიდი

ფრენბურთი (ვაჟთა და ქალთა გუნდები) 

 რაგბი

საბავშვო საკალათბურთო აკადემია ,,თსუ''

მოლაშქრეთა კლუბი ,,თსუ’’

ქროსფითის დარბაზი

თსუ-ში ფუნქციონირებს:

სტუდენტური თეატრი „სხვენი“

თსუ კაპელა“

ვოკალურ ინსტრუმენტული ანსამბლი „უნივერსიტეტი“ 

ქორეოგრაფიული ანსამბლი "უნივერსიტეტი"

მხიარულთა და საზრიანთა კლუბი

 

გილოცავთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტობას!

თარიღი: 02/09/2026